News
VI საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” საზეიმო დახურვა ბათუმში
02/06/2011
2 ივნისს, ქ. ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახ. თეატრში საზეიმოდ დაიხურა VI საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”, რომელიც 2006 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა – კურთხევით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააარსა.
წელს ფესტივალი მეექვსედ გაიმართა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. ფესტივალი ტრადიციულად აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში – 27 აპრილს დაიწყო. 4 საღამო გაიმართა კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ხოლო თბილისის ნაწილის დასკვნითი კონცერტი ფილრამონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. აქ დიდი წარმატებით შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ახალი მუსიკალური ნაწარმოების “შANჩთUშ”-ის პრემიერა, რომელიც შექმნილია 4 სოლოსთვის, გუნდისა და ორკესტრისათვის. ამ ნაწარმოების საპრემიერო შესრულება ასევე ბათუმშიც, ფესტივალის დასკვნით საღამოზეც შედგა.
VI ფესტივალის დასკვნით საღამოში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას ხელმძღვანელობით, სახელმწიფო კაპელა, საოპერო სტუდიის სოლისტები და აშშ-დან სამშობლოში სულ ახლახან დაბრუნებული ქართველი პიანისტი , ალექსანდრე კორსანტიას ასპირანტი ნინო უშიკიშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და “აკაკი რამიშვილის ფონდი - ინოვაცია და ტრადიცია”
ბათუმის დასკვნითი კონცერტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კომპანია “სოკარის” და “გუდვილის” მხარდაჭერით გაიმართა.
Other News
-
29/09/2016
SKYE Clubs
-
01/06/2016
“INTELLECTUAL AND SPIRITUAL DEVELOPMENT OF YOUTH” May – 2016
-
01/06/2016
MEDIATION – CONFLICT RESOLUTION (INCLUDING RELIGIOUS) THROUGH NEGOTIATION May - 2016
-
30/04/2016
“Intellectual and spiritual development of Youth”
-
30/04/2016
Mediation – conflict resolution (including religious) through negotiation
-
07/04/2016
The litugry of Annunciation
-
07/04/2016
Let’s beg the Lord that the day of Annuciation would be happy and peaceful.











