Новости
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ხევსურული სახლის ,,სამედაშენისოს“ გახსნა
09/06/2011
ხევსურული სახლი ,,სამედაშენისო“ იქნება მრავალპროფილიანი ცენტრი, სადაც დაინტერესებული პირები შეისწავლიან როგორც მთის რეგიონების ხალხურ სიმღერებს, ასევე ხალხური რეწვის სვდასხვა სახეობას - თექას, ტოლის ქსოვას და ა. შ; გაეცნობიან და შეისწავლიან მთის მივიწყებული კერძების დამზადებას; მოეწყობა ტურისტული გასვლები ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ხევში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში.
ამ სახლის გახსნის იდეა ეკუთვნის ანსამბლ ,,დები გოგოჭურების“ წევრებს. ანსამბლის გენერალური მენეჯერია იოსებ ოხანაშვილი.
ანსამბლ „დები გოგოჭურების“ წევრები დიდი ხევსურული ოჯახის წარმომადგენლები არიან. მათ ოჯახში სიმღერას დიდი ხნის ისტორია აქვს. ოჯახის მუსიკალური ტდრადიცია გააგრძელა გოგოჭურების 9 წარმომადგენელმა. ანსამბლში ამჟამად 4 წევრია: მარიამ, ქეთევან, თამარ და მანანა გოგოჭურები. ისინი სისტემატიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ფესტივალსა და ფოლკლორულ საღამოებში. 2009 წელს დებმა ჩაატარეს პირველი სოლო კონცერტი . დები გოგოჭურები მღერიან როგორც მთის მელოდიებზე ახლად შექმნილ სიმღერებს, ასევე აღადგენენ ძველ ხევსურულ ფოლკლორს.
2010 წლიდან „დები გოგოჭურები“ იწოდება საპატრიარქოსთან არსებულ ანსამბლად.
ორგანიზატორი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
Другие Новости
-
01/06/2016
“МЕДИАЦИЯ - РАЗРЕШЕНИЕ КОНФЛИКТОВ (В ТОМ ЧИСЛЕ И РЕЛИГИОЗНЫХ) С ПОМОЩЬЮ ПЕРЕГОВОРОВ” Май – 2016
-
01/06/2016
“ИНТЕЛЛЕКТУАЛЬНОЕ И ДУХОВНОЕ РАЗВИТИЕ МОЛОДЁЖИ” Май – 2016
-
30/04/2016
“Интеллектуальное и духовное развитие молодёжи”
-
30/04/2016
“Медиация - разрешение конфликтов (в том числе и религиозных) с помощью переговоров”
-
07/04/2016
Поздравляем Вас с Благовещением
-
06/04/2016
Благовещение
-
06/04/2016
Торжественная литургия Его Святейшества











