Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქმა ჟურნალისტებს სთხოვა, არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს

22/07/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჟურნალისტებს სთხოვს, არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს.

როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის სასულიერო პირი თავის აზრს გამოთქვამს და მას უკვე მტრად მიიჩნევენ. პატრიარქის განმარტებით, ყველა ადამიანი თავისუფალია და მას უფლება აქვს, გამოთქვას საკუთარი აზრი.

უწმინდესმა ასევე მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ხანდახან პრესა სავსეა სასულიერო პირებთან დაკავშირებული განცხადებებით. "ხშირად ვკითხულობ, რა თქვეს და როგორ თქვეს მეუფე იობმა, მამა ტარიელმა. მათ თავისი აზრი გამოთქვეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მტრები არიან. ისინი ისეთივე შვილები არიან ღვთისა და სამშობლოსი, როგორიც ყველა. გთხოვთ ჟურნალისტებს, ნუ დაჰყოფთ ხალხს. ეს არის ხალხის დაყოფა. დაუშვებელია, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი მისვლით ჩვენ თითქოს მხარს ვუჭერთ რომელიმე მხარეს და ხდება დაპირისპირება. ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, საქართველოს ეკლესიისთვის ყველა სულიერი შვილებია, მთავრობაა თუ ოპოზიცია, რომელიმე პარტიის წარმომადგენელია, ცოდვილია, მართალი თუ ავაზაკი. ეკლესია მოვალეა, ყველა დაარიგოს. მამაშვილური სიყვარულით მინდა გთხოვოთ, როდესაც ლაპარაკობთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენს გამოთქმებში ყოველთვის ზღვარი უნდა შევინარჩუნოთ. ზოგიერთი ჯერ ლაპარაკობს და შემდეგ ფიქრობს, სინამდვილეში კი ჯერ უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ვილაპარაკოთ", - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა, რომ ღმერთმა დაამშვიდოს და დალოცოს ქართველი ერი და სრულიად საქართველო.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced