Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


Program

მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”

23/04/2015

ფესტივალი დაარსდა 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. დამფუძნებლები არიან სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და “აკაკი რამიშვილის ფონდი – ტრადიცია და ინოვაცია”. 

ფესტივალი, რომელსაც იმთავითვე პარტნიორობას უწევენ ქ. თბილისის მერია და სს “თელასი”, ყოველწლიურია. მისი მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტრადიციული და კლასიკური ხელოვნებით, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელო¬ვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია სამშობლოში და ცნობილი უცხოელი შემსრულებლების შემოქმედების წარმოჩენა საქართველოში.

ფესტივალი იწყება თბილისში, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში და გრძელდება ამაღლების დღესასწაულამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

2006-2010 წლებში ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობა გაუწიეს გამოჩენილმა მუსიკოსებმა: მარინე იაშვილმა, ლიანა ისაკაძემ, ბიძინა კვერნაძემ,  ანზორ ერქომაიშვილმა; ასევე ახალგაზრდა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკა მემანიშვილმა. 

2011 წლიდან ფესტივალის მუდმივი სამხატვრო ხემძღვანელია მსაფლიოში აღიარებული პიანისტი ალქსანდრე კორსანტია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა ფესტივალის პროგრამა.

2013 წელს ფესტივალის ინიციატივით მომზადდა და გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სამუსიკო ნაწარმოებების კრებული, რომელიც მისი უწმინდესობის დაბადების 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლისთავს მიეძღვნა.

2015 წელს ფესტივალს იუბილე აქვს. მას 10 წელი შეუსრულდა.

ფესტივალზე სრული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდს - http://easterfestival.ge/

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced