Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


Studio

ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა

05/10/2015

2015 წლის 5 ნოემბრიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიის, "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის" ახალი სალექციო კურსი დაიწყო.

“ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.

2015 წლის პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:

• ფსიქოლოგია;

• ტრადიციული რელიგიები საქართველოში;

• სასულიერო ხელოვნება და სიმბოლიკა (ტრადიციულ რელიგიებში); 

• ძველი და ახალი აღთმქმა;

• სახელმწიფო და რელიგია - საქართველოს მაგალითი, საერთაშორისო პრაქტიკა;  

• ადამიანის უფლებები - უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება; 

• ეთიკა და ესთეტიკა. ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა;  

• აღმოსავლური ლიტერატურა და ხელოვნება; 

• ევროპული ლიტერატურა და ხელოვნება; 

• პროგრამით გათვალისჭინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები: მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების დათვალიერება, კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასწრება; 

ლექციებს უძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები. ლექციები ტარდება ყოველ ხუთშაბათს, 16 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში.

ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს. სტუდიაში მსმენელებად დარეგისტრირებულნი არიან 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced