Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

15/10/2012

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო, გილოცავთ თქვენ და მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობას.

მადლი წმიდისა სვეტიცხოველისა და კვართისა უფლისა გფარავდეთ თქვენ, მთელ საქართველოსა და ქვეყანას.

დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ დიდსა სვეტსა, სვეტი ცხოველსა. ამ წმიდა ტაძარში ცრემლით ულოცია ჩვენს მეფეებს, პატრიარქებს, საქართველოს მკვიდრ ყველა ადამიანს. ჩვენ აღვავლლლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ჩვენ გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა, სულიერი ძალა, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა, ადამიანისა, მომავლისა. მრავალჯერ ყოფილა საქართველო განსაცდელში, უფალს და ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისაგან. არ უნდა შეგვეშინდეს მისი. უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი უგზავნის იმას, რომელიც უყვარს და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული მადლი მიანიჭა უფალმა. რომელი ქვეყანაა ისეთი რომ ამდენი სიწმინდე ჰქონდეს? თუნდაც თქვენ წინ წმიდა ნაწილები, რომელიც ეკუთვნოდა დიდ მეფეს, დავით აღმაშენებლს. როცა ჩვენი მეფეები და დიდებულნი მიდიოდნენ უცხოეთში, მოჰქონდათ არა ოქრო და ვერცხლი, არამედ წმიდა ნაწილები, რადგან გრძნობდნენ მათ შემწეობას, წყალობას.

რომელი ქვეყანაა ისეთი რომ ამდენი სიწმინდე ჰქონდეს?

დღესაც ამბობენ უცხოელები, რომ საქართველოში სარწმუნოება განსაკუთრებით იზრდება. ეს არ არის დამოკიდებული არც ჩემზე, არც წმიდა სინოდზე, მღვდელმთავრებზე, მღვდლებზე. უფალი მეფობს, ეძახის და მოუწოდებს ჩვენს ხალხს. სიტყვა ეკლესია შედგება ორი ნაწილისგან : ექ და კლეო- ბერნული სიტყვებია. ე.ი. შორს არის ადამიანი და მათ შორიდან მოუწოდებს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოგვიწოდებს ჩვენ, რათა ვიყოთ სამწყსო უფლისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მოგახსენეთ, რომ ერთი ლოცვა, განსაკუთრებულია და ამ ლოცვამ გადაარჩინა ქართველი ხალხი მონღოლების შემოსევის დროს: “მოწყალებისა კარი განგვიღე”. ახლა ჩვენ უნდა ვთქვათ და მერე მგალობლები იგალობებენ:

“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა”. ამინ!

ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და მთელი ქვეყანა. კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მალდითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ყველაფერი ღვთის მადლითა და წყალობით კარგად იქნება.

გიხაროდენ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი

14.10.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced