სიახლეები
პატრიარქის მილოცვა
24/11/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთელ მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მილოცვის ტექსტი საპატრიარქოში დღეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა. მისი განმარტებით, უწმინდესი იმყოფება ჩეხეთში და მას ჰქონდა სურვილი, დღევანდელი დღე მთელი ქართველი ერისთვის მიელოცა.
"ქრისტესმიერი სიყვარულით ყველას გილოცავთ ჩვენს დიდ საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს – გიორგობას. ძლევამოსილი წმინდა გიორგის მეოხებით ღმერთმა მიანიჭოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მშვიდობა, სულიერი და ზნეობრივი ამაღლება, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურება, რათა მოვიპოვოთ წყალობა უფლისა. გამთლიანდეს საქართველო და დაიმკვიდროს ჩვენს შორის სიყვარული, ერთობა, ურთიერთთანადგომა და კეთილდღეობა. თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე", - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.
საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ წუთებში უწმინდესს ტელეფონით ესაუბრა. კათოლიკოს-პატრიარქმა ყველას ლოცვა-კურთხევა გადასცა და დასძინა, რომ მოუთმენლად ელოდება საქართველოში დაბრუნებას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















