სიახლეები
გიორგობა
06/05/2013
6 მაისს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამის, ძლევაშემოსილისა და საკვირველმოქმედ გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა–ლოცვა ყველა მოქმედ მართამდიდებელ ტაძარში აღევლენება. განასაკუთრებულად გიორგობას ის ეკლესიები აღნიშნავენ, რომლებიც ამ წმინდანის სახელობისაა.
დიდომწამე, რომელიც მესამე საუკუნის დასაწყისში კაბადაოკიაში დაიბადა ქართველმა ხალახმა განსაკუთრებულად შეიყვარა. წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძარი, მისი გამოსახულებები ფრესკებსა და ჭედურ ხელოვნებაში, ხატმწერების მიერ შექმნილი უამრავი წმინდა გიორგის ხატი – ეს სიწმინდეებთან ერთად მის სადიდებლად შექმნილი საქართველოს ისტორიაცაა.
წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიკლიტიანეს კარზე სამხედრო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე მსახურობდა. როდესაც იმპერატორმა ქრისტიანების დევნის გადაწყვეტილება მიიღო, კაბადოკიელმა წმინდანმა უარყო ყოველგვარი პატივი და დიდება, წინ აღუდგა დიოკლიტიანეს ქმედებას, რასაც იმპერატორის მიერ წმინდა გიორგის დატყვევება მოჰყვა. დიდმოწამე გაამათრახეს,ხმლით დაჭრეს და ბორბალზეც გააკრეს, მაგრამ მას ჭრილობები სასწაულებრივად უხორცდებოდა. წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ 23 ნოემბერს. წმინდა გიორგი 305 წელს მოწამეობრივად აღესრულა. დეოკლიტიანეს ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს. სწორედ დიდმოწამის თავისკვეთის დღე აღინიშნება 6 მაისს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















