სიახლეები

სადღესასწაულო ქადაგება
05/12/2013
4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
უწმიდესმა მღვდელ-მონაზონი გრიგოლ კაცია მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა.
პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხზე ისაუბრა.
“პარლამენტი და ხელისუფლება განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა,” – ბრძანა უწმიდესმა და დასძინა, რომ ამას არ სჭირდება შუა რგოლი და ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ამიტომ, კარგად უნდა გავეცნოთ კანონს და არ უნდა ავჩქარდეთ.
ილია მეორემ მთიანი რეგიონების სოფლების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მთიან რაიონებში შევქმნათ ისეთი პირობები, ხალხს აღარ მოუნდეს იქედან წამოსვლა.
პატრიარქმა გლობალიზაციის შესახებ ისაუბრა და ბრძანა, რომ მიმდინარე პროცესები გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ის უნდა მივიღოთ, რაც ჩვენთვის საჭიროა, რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას, ქართველი ხალხი არ მიიღებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)