სიახლეები
გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება
07/05/2014
6 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
პატრიარქმა მრევლს დღესასწაული – გიორგობა მიულოცა და უფალს შესთხოვა, წმიდა გიორგიმ მეოხებითა და ლოცვით მშვიდობა მომადლოს სრულიად საქართველოს და მთელ ეკლესიას.
“დღეს არის ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაული – გიორგობა. დღეს არის დღე, როდესაც წმინდა გიორგი ღვთის სახელით აწამეს და ჩვენ ვხედავთ ამ წამების სიდიადეს, წამების შედეგს. ჩვენ წინაშეა ორი პიროვნება: იმპერატორი დიოკლიტიანე და წმიდა გიორგი. თითქოს ორივე იცავს ჭეშმარიტებას, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ის წმიდა გიორგის მხარესაა”, – აღნიშნა უწმიდესმა და ბრძანა, როდესაც სისხლმდინარე წმ. გიორგი საკანში შეიყვანეს და სისხლით იცლებოდა, მას მოესმა უფლის ხმა: ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ.
პატრიარქის თქმით, ჩვენც, როდესაც ვხედავთ ამდენ განსაცდელს, უსამართლობას, გვესმის ხმა უფლისა: საქართველო, ნუ გეშინია, უფალი შენთან არის.
ილია მეორემ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ და ყველა ხედავდა და გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.
“როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითნი და უნებლიეთნი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს”, – აღნიშნა უწმიდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს გიორგობა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, – ვინც წმ. გიორგის სახელს ატარებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















