Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


The Holy Synod

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა

03/06/2014

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის პირველადი შედეგების შესახებ განცხადება მეუფე ზოსიმემ გააკეთა. მისი თქმით, უმთავრესი საკითხი იყო ის, რომ უცხოეთისათვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეირჩა. კერძოდ, გერმანია-ავსტრიასა და ჰოლანდია–ლუქსემბურგის ეპარქიებისთვის, და ასევე, ამერიკის და საინგილოს ეპარქიებისთვის.

გერმანია-ავსტრიის ეპარქიაში არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი ეკურთხება, ჰოლანდიაში – არქიმანდიტრი დოსითე ბოგვერაძე, ამერიკაში - არქიმანდრიტი საბა ინწკირველი და საინგილოში – არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი.

როგორც მეუფე ზოსიმემ აღნიშნა, ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, სინოდმა პატრიარქის განცხადება დაამოწმა და მოიწონა.

მღვლდელმთავრმა უარყო საზოგადოებაში გავრცელებული აზრი პატრიარქის გადადგომის შესახებ და სინოდზე ამ საკითხის განხილვის შესახებ.

როგორც ცნობილი გახდა, სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე წმინდანად იქნა შერაცხული.

განჩინების საბოლოო სრული ტექსტი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced