Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

15/06/2014

15 ივნისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“წყალობა შენი უფალო, თანამავალ მყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა”, – სვეტიცხოველი ეს სიტყვები უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა, მით უმეტეს, ყოველმა ქართველმა მკვიდრმა საქართველოისი. მე არ ვიცი რითი ვიმსახურებთ ამდენ წყალობას უფლისაგან. აი, დღეს კიდევ ერთი უდიდესი წყალობა მოგვივლინა უფალმა. დღეს ხელდასმულია ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსიფეოსი,” – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, უცხოეთში წასულ ქართველებს უფალმა გამოუჩინა საშუალება, რომ უცხოეთში დღეს ბევრი სამღვდელო პირი მსახურობს, გაჩნდა ახალი ეპარქიები და ეს ეპარქიები ჩნდება არა ქართველი ხალხის დასამკვიდრებლად, არამედ – სამშობლოში დასაბრუნებლად.

“ქართველი ხალხი უნდა დაბრუნდეს თავის მიწა-წყალზე, იმიტომ, რომ ქართველი უცხოეთში ვერ ხარობს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ახლოს თავის ფესვებთან, მამაპაპათა სამყოფელთან”, – ბრძანა ილია მეორემ.

უწმინდესმა ყოველთა წმინდათა ხსენების დღის შესახებ ისაუბრა.

პატრიარქმა ახლადნაკურთხ მეუფე დოსიფეს დიდი მადლი და წყალობა უსურვა, რათა ეს მადლი გაამრავლოს მან უცხოეთში მყოფ ქართველებს შორის.

პატრიარქმა ახლად ნაკურთხ მეუფეს ეპისკოპოსის კვერთხი უბოძა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced