Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Metropolitan Tadeoz

მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი

21/01/2015

2015 წლის 19 იანვარს, გამთენიას, ღვთივ განისვენა მარაბდელმა მიტროპოლიტმა თადეოზმა.... საუკუნოდ იყოს ხსენება დიდი მღვდელმთავრისა....

დღეს, 21 იანვარს, 13.30 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ შუადღის პირდაპირი ეთერი დაეთმობა გადაცემას მეუფე თადეოზის მოღვაწეობის შესახებ.

მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზის (იორამაშვილი) პანაშვიდები მიმდინარეობს სიონის საპატრიარქო ტაძარში. ტაძარი ღიაა 23.00 სთ-მდე.

ხუთშაბათს, 22 იანვარს, დილის 9 საათიდან, დაიწყება წირვა მეუფის სულის მოსახსენებლად და შემდგომ პატრიარქი შეასრულებს წესის აგებას.

დაკრძალვა შედგება 14.00 საათზე სიონის ტაძრის ეზოში.

უფალმა ამა სოფლიდან გაიყვანა კიდევ ერთი დიდი ქართველი, დედა-ეკლესიისა და სამშობლოს მოამაგე, დაუღალავი მლოცველი, მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი…

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced