Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

28/06/2015

28 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს და ამით სარგებლობს”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა დღეს ადამიანის თავისუფლების შესახებ ისაუბრა. 

"ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს და ამით სარგებლობს. ეს დამღუპველია ადამიანის სულისთვის. სრული თავისუფლება რომ მიეცეს ადამიანს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც ათი მცნება, არც კანონები, არც წეს-ჩვეულებები. აი ამიტომ, ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რა არის სასარგებლო ჩვენთვის", - აღნიშნა პატრიარქმა. 

მისივე თქმით, ადამიანი ყოველდღე იმყოფება გამოცდის წინაშე - მან უნდა აირჩიოს კეთილი ან ბოროტი. "ამიტომ ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება, რომ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სულიერ ამაღლებაში, გარდა ღვთისა, ადამიანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. რა არის თავისუფლება? ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს. თავისუფლება არის ყოველდღიური გამოცდა ადამიანის. ამიტომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს სასულიერო ხედვა, რომ დაინახოს სად არის თეთრი და სად შავი, სად არის კეთილი და სად ბოროტი. ხშირია შემთხვევა როდესაც ადამიანი ვარდება ცოდვაში და ვერ გრძნობს ამას. ამას მიიჩნევს როგორც ბუნებრივ მოვლენას და ადამიანის თვისებად. სინამდვილეში ეს არის ცოდვაში ჩავარდნა. ამას სჭირდება სინანული, აღსარება. წმინდა მამები ამბობენ, რომ აღსარება, რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა", - ბრძანა პატრიარქმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდებს. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ.

"მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს სად არის კეთილი და ბოროტი და რა არის მისაღები და მიუღებელი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced