Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Books

წიგნი ყველა სოფელს

10/08/2015

პროექტის "მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს" მეორე ეტაპი დაიწყო. გუშინ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან სპეციალური ავტობუსი, წარწერით "მოსიარულე ბიბლიოთეკა" რაჭის მიმართულებით გაემგზავრა . სამების ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პროექტის დაწყება დალოცა და "მოსიარულე ბიბლიოთეკას" წიგნები გადასცა. 

"რეგიონებში მიგვაქვს წიგნები. ვისაც ზედმეტი წიგნები გაქვთ, თუ შეგიძლიათ შემოგვწირეთ და ჩვენ მათ რაიონებში გავანაწილებთ", - მიმართა პატრიარქმა მრევლს. 

"წიგნი ყველა სოფელს" არასამთავრობო და ბიზნესექტორის, სახელმწიფოს, საპატრიარქოს ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია "სტუდენტური ერთიანობისა" და ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლოებაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზდრობის განვითარების ფონდის, "ვისოლ ჯგუფის", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, "პალიტრა L"-ის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდამჭერით რაჭის რეგიონში არსებული ათამდე ბიბლიოთეკა 2 000-მდე ახალი წიგნით მომარაგდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" და "დანქინ დონატსის" რესტორნებში, ყუთები განთავსებულია ასევე შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშუეთის ტაძარი და დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced