Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


wq

“ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობა თბილისში, 15-16 ივნისს, სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

14/06/2016

”ოქსფამის” წარმომადგენლობის ცნობით, ღონისძიება სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება დამას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა დასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ სფეროში ჩართულ მთავარ მხარეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ასევე ევროპიდან. 

”ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის პოლიტიკის მდგომარეობის, გამოწვევებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ და ეს ყოველივე ადგილობრივი სურსათის წარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. 

ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მცირე მეურნეების განვითარებაზე ორიენტირებული ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების საერთაშორისო მაგალითებს წარმოადგენენ. საერთაშორისო დაადგილობრივი ექსპერტები კომპლექსურ მიდგომებზე გაამახვილებენ ყურადღებას ნუტრიციისა და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების განვითარების კუთხით. 

მათივეცნობით, ოქსფამმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში არაერთი კვლევა ჩაატარა. 

კონფერენციის მონაწილეები კვლევის შედეგებს წარუდგენენ საზოგადოებას ნუტრიციის, სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგისა და სოფლის მეურნეობისა და ნუტრიციისადმი გენდერულად სენსიტიური მიდგომების შესახებ, რომლებიც შესაფერისია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.


photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced