Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


კათოლიკოს-პატრიარქი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

02/02/2018

ა.წ. 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი ეწვია.

მისი უწმინდესობის კითხვის პასუხად  მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ანხორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს და არსებულ  პრობლემებსა და გამოწვევებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოოპერატივების შექმნას, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი გახდება.

კათოლიკოს-პატრიარქმა ბატონ ლევანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სოფლის მეურნეობის აღორძინების, ხალხის დასაქმებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან მათი გამოსვლის იმედი გამოთქვა.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced