Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (01.07.2018)

02/07/2018

ჩვენთან არს ღმერთი

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვლოცავთ აბიტურიენტებს, რომელნიც ხვალ აბარებენ გამოცდებს. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგი ნიშნები მიგაღებინოთ.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება ყოველ ჩვენთაგანს, ვისაც უნდა შემოდგომად ჩემდა, უვარყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგ მე. აი როგორ გავიგოთ, რომელია ჩვენი ჯვარი?

უფალი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. უფალი გვიჩვენებს, სად არის ჭეშმარიტება და სად არის ჩვენი ჯვარი.

წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. შეგვიძლია ჩვენ ვიტვირთვოთ ერთმანეთის ჯვარი, ერმანეთის სიმძიმე? ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, თუ გვინდა, რომ სხვამაც იტვირთოს ჩვენი სიმძიმე. ეს არის მძიმე ღვაწლი, როცა სხვის სიმძიმეს იტვირთავს ადამიანი.

დღეს არის დღე, როცა ჩვენ ვიხსენებთ იმ დღეს, როცა დაარსდა თანადგომის დღე, თანადგომა ერთმანეთის. ამაშია სიდიადე ქრისტიანობის, რომ აძლევს ძალას, აძლევს მადლს, აძლევს შეძლებას, რომ იტვირთოს სხვისი ჯვარი. არის შემთხვევა, როცა ადამიანი დგას უფსკრულის წინაშე და ხშირი შემთხვევა ყოფილა, როცა მევხედავდი იმ ადამიანს, რომელიც იღუპება, მინდოდა შველა, მაგრამ ის ადამიანი უარყოფს შველას.

უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, ამას თუ მივაღწევთ და თუ ჩვენს გულში იქნება, ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა“, ბედნიერნი ვიქნებით და ჩვენ ვერავითარი მტერი ვერ მოგვერევა.

არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ცხოვრობენ, სხვას ეხმარებიან, თავის თავზე ნაკლებად ზრუნავენ და ფიქრობენ სხვის შველას, ისინი სხვისთვის არიან დაბადებულნი და მართლაც, ასეთი ადამიანები ბედნიერნი არიან.

დღეს შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ ერთმანეთს, თანადავუდგეთ ერთმანეთს, დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება. მითუმეტეს, რომ ბევრი შემთხვევაა, როცა იღუპებიან და ძალა არ ჰყოფნით, რომ გადაირჩინონ თავი.

ღმერთმა მოგცეთ ძალა, მადლი და წყალობა თვისი, რათა შევიცნოთ თავი ჩვენი.

ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ძველი რომაელები ამბობდნენ: nosce te ipsum, ლათინურად, შეიცანი თავი შენი. ღმერთმა მოგვცეს ძალა რომ შევიცნოთ თავი ჩვენი, რათა უფრო მიმტევებელნი გავხდეთ და სხვისი ტკივილიც ადვილად გავითავისოთ.

წყალობა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ჩვენთან არს ღმერთი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced