Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


7 დეკემბერი წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა

07/12/2018

7 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს (+305-313) ხსენების დღეს აღნიშნავს. მისი ლოცვა-კურთხევა ეწეოდეს სრულიად საქართველოს!

სავედრებელი ლოცვა წმიდა ეკატერინეს მიმართ

“ჰოი, წმიდაო ეკატერინე, ქალწულო და მოწამეო, ჭეშმარიტო სძალო ქრისტესო! გვედრით შენ, მრჩობლისა მადლისა მეოხებითა, მითვე წინასწარ აღგჭურვა რა სიძემან შენმან, უტკბილესმა იესუმ, ვითარცა მტანჯველის საცთურთა შემარცხვენელმან, სიბრძნითა შენითა ორმეოცდაათი რიტორის მძლეველმა და ზეციური მოძღვრებით მათმა დამრწყულებელმა, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლისაკენ წარმართე სვლაი მათი, ეგრეცე ჩვენთვის გამოითხოვე ღმრთაებრივი სიბრძნეი ესე, რაითა ჯოჯოხეთის მტანჯველისა ხრიკთა დამარღვეველნი, სოფლიურ და ხორციელ საცდურთა მომძულებელნი, ღირს ვიქმნეთ ღმრთაებრივი დიდებისა და ჩვენი წმიდა, მართლმადიდებელი სარწმუნოების გასავრცელებლად, მის ღირსეულ ჭურჭლად ქცეულნი, ზეციურ კარავსა შინა, შენთანა ვაქებდეთ და ვადიდებდეთ უფალსა და მეუფესა ჩვენსა, იესუ ქრისტეს, უკუნითი უკუნისამე, ამინ!”

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced