სიახლეები
SANCTUS - წმიდა არს
02/05/2011
SANCTUS - წმიდა არს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მთელი შემოქმედება როგორც ფერწერული,ისე მუსიკალური გამოხატულებაა უფლისადმი მსახურებისა,მისდამი დიდი სიყვარულისა და მადლიერებისა. 2010 წელს, V საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე~ შედგა მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ახალი ნაწარმოების - “AVE MARIA ~-s პრემიერა, VI ფესტივალზე კი პირველად შესრულდა SANCTUS-i, რომელიც ყოვლადწმიდა სამების სადიდებელი საგალობელია.
SANCTUS-i (ლათინური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს “წმიდაა~, ან “წმიდა არს~) უძველესი ქრისტიანული საგალობელია, იგი შედიოდა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის სინაგოგურ ღვთისმსახურებაში, შემდეგ კი გადავიდა ქრისტიანულ ლიტურგიაშიც.
როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ეკლესიებში SANCTUS-i, იგივე “ წმიდა არს~, ლიტურგიის ნაწილი იყო და, ბუნებრივია , ადგილობრივი ეკლესიების საღვთისმსახურო ენაზე სრულდებოდა. იგი ყველა ტრადიციის ლიტურგიაში წირვის ევქარისტული კანონის უმნიშვნელოვანესი ჰიმნია.” წმიდა არს~-ის საგალობელი დადასტურებულია ჯერ კიდევ უძველეს აღმოსავლურ-ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. რომის ეკლესიის ჟამის წირვაშიც SANCTUS-i შესულია უკვე I საუკუნეში, მოციქულთა თავის, წმიდა პეტრეს მოწაფის, წმიდა პაპ კლიმენტი I-ის ჩანაწერებში.
Sanctus, Sanctus, Sanctus,
Dominus Deus Sabaoth!
Pleni sunt caeli et Tera gloria tua!
Hosanna in excelsis!
Benedictus qui venit in nomine Domini!
Hosanna in excelsis!
წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს
(ზოგი ვერსიით _ წმიდაო ,წმიდაო ,წმიდაო)
უფალი (ღმერთი) საბაოთ! (უფალო საბაოთ)
სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა! (შენითა)
ოსანა მაღალთა შინა!
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!
ოსანა მაღალთა შინა!
ჰიმნის ტექსტი უშუალოდ ბიბლიური ციტატების პერიფრაზირებას წარმოადგენს და შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილს (Sanctus, Sanctus, Sanctus, Dominus Deus Sabaoth!Pleni sunt caeli et Tera gloria tua!) წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა~ საფუძვლად უდევს ესაია წინასწარმეტყველის ხილვა (ის. 6:3),
ზეციური მხედრობისა, ანგელოსთა იერარქიის ერთ-ერთი უმაღლესი დასის, სერაფიმებისა , რომლებიც ღვთაებრივი სიყვარულით აღვსილნი უგალობენ უფალს ამ სიტყვებს. ამიტომაც ხშირად შანცტუს-ს სერაფიმთა გალობასაც უწოდებენ. მეორე ნაწილი _ Hosanna in excelsis! Benedictus qui venit in nomine Domini! Hosanna in excelsis! (”ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა მაღალთა შინა~!) კი მათეს სახარებიდან არის აღებული (მათ. 21:9) და შედარებით გვიანდელი ტექსტია. ამ სიტყვებით მიეგება და თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა ხალხმა ქრისტესადმი , როდესაც იგი იერუსალიმში დიდებით შებრძანდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















