Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


natlisgeba

გილოცავთ ნათლისღებას!

19/01/2011

ტროპარი:

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი:

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

======================

,,ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ეწოდება - განცხადება ღვთისა, გამოცხადება ყოვლადწმინდისა სამებისა. სახარებაში წერია, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მივიდა იოანე ნათლისმცემელთან და ნათელიღო მისგან. და ისმოდა ხმა ზეციდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“ და „სული წმინდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდოდა მაცხოვარსა ზედა“. აი, ამიტომ ეწოდება ამ დღეს ღვთის გამოცხადება - ამ დღეს წარმოჩინდა ყოვლადწმინდა სამება, გამოეცხდა ქვეყანას ღმერთი. ეს არის დღე გაწმენდისა!

დღევანდელი და გუშინდელი დღეები, - წინადღესასწაული და დღესასწაული ნათლისღებისა, არის ის დღეები, როცა აღესრულება დიდი აიაზმა. თქვენ იცით, არსებობს მცირე და დიდი აიაზმა. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა და იგი უდიდესი სიწმინდეა, რაც მოწმობს, რომ ძალა და მადლი ღვთისა არის „ამ წყალსა ზედა“ და ვინც მას მიიღებს, ისხურებს თავად, ასხურებს თავის ოჯახის წევრებსა და ბინას - კურთხეული და დალოცვილია თავის ოჯახთან ერთად.

ნაკურთხი წყალი - დიდი აიაზმა ოჯახებში მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს შენახული და ყოველდღიურად, უზმოზე უნდა იღებდნენ მას.

სიტყვა - აიაზმა წარმოოიშვა ბერძნული სიტყვისაგან - „აგიოს“ - წმინდა; „მეგალი აიაზმა“ - ითარგმნება, როგორც „დიდი სიწმინდე“. ამიტომ ეს დიდი სიწმინდე ყოველ თვის უნდა გქონდეთ სახლში და მიიღოთ მადლი ღვთისა.

ადამიანის გული ცარიელი არასდროს რჩება, იგი აუცილებლად არის ან ტაძარი სულისა წმინდისა, ან ბოროტი სულისა. და ბედნიერია ის, ვინც ამ წმინდა აიაზმით, აღსარებით, წმინდა ზიარებით განიწმინდება და შეიქმნება ტაძარი სულისა წმინდისა.

ღმერთმა მოგანიჭოთ ძალა და მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ჩვენ, ადამიანებს, მრავალი უძლურება გვახასიათებს, მრავალი სულიერი თუ ფიზიკური ავადმყოფობა, - დიდი აიაზმა დაგვეხმარება, რათა სულიერად და ფიზიკურად განვიწმიდოთ და გავძლიერდეთ.”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II,
ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე, 
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 იანვარი, 2009 წ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced