სიახლეები
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
16/05/2012
“გამოდის ისე, რომ ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს”, - ამის შესახებ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
"ჩვენ დიდი იმედი გვქონდა გუშინდლამდე, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩოჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტიურად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. პირდაპირ წარმოუდგენელია, მოხდა ხელის გაშვერა კომუნისტებისკენ, კომუნისტური მმართველობის პერიოდისკენ, თითქოს მაშინ გადაეცა აზერბაიჯანს. ნამდვილად ვერ გავიზიარებთ ამ პოზიციას, რადგან იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ, ქართული მხარე იქ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. ბერთუბანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. თუ ეს მაშინვე აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, რაღას ვდაობდით და ვის ვედავებოდით. ძალიან სამწუხაროა ეს ყოველივე. გამოდის ისე, რომ ხელისუფლება ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სამწუხაროა.
ჩვენ შევეცდებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებებით, მოხდეს, როგორმე შეთანხმება, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები ან ადგილმონაცვლეობის პრინციპით ან სხვა რაიმე პრინციპის გათვალისწინებით მოხდეს, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება და ეს ძეგლები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ძნელად წარმომიდგენია ქართველი ადამიანი, რომელიც შეეგუება სიწმინდეების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაგვასხა", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
სასულიერო პირების ცნობით, 6 მაისის შემდეგ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. 6 მაისს გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს.
გუშინ კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ეს მონაკვეთი საბჭოთა დროიდან საქართველოს შემადგენლობაში არ იმყოფებოდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















